უკრაინა

2024 წელს უკრაინა მნიშვნელოვნად გაზრდის იარაღის წარმოებას

გერმანიის შეიარაღებული ძალების Patriot-ის სისტემები
Getty Images

2024 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, სტრატეგიული ინდუსტრიის სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვნად გაზრდის რაკეტების, საბრძოლო მასალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლიტენანტ გენერალმა, ივან გავრილიუკმა ისაუბრა. მისი თქმით, ყურადღება ძირითადად გამახვილდება საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმოებაზე "კონვენციური, ხელით გადასატანი საზენიტო რაკეტებით დაწყებული და დამთავრებული 100 კილომეტრზე დიდი რადიუსის მქომე საჰაერო თავდაცვითი სისტემებით". 

გავრილიუკმა ასევე აღნიშნა, რომ დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, 175 მილიარდი უკრაინული გრივნა ($4,7 მილიარდი) გამოიყოფა რაკეტებისა და საბრძოლო მასალის შეძენისთვის.

კომენტარები