არჩევნები 2024

მეზვრიშვილი: პრეზიდენტთან არანაირ პოლიტიკურ ერთობასა და კონსულტაციებზე საუბარი არ არის

ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც ჩვენი ხედვები მისაღები იქნება, ჩვენი კარი ღიაა. ბუნებრივია, ამ პირებთან კონსულტაციები გვაქვს. სალომე ზურაბიშვილთან არანაირ პოლიტიკურ ერთობასა და პოლიტიკურ კონსულტაციებზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, რადგან დღეს ის საქართველოს პრეზიდენტია [...] ახლა ამ რაღაც ფორმატზე საუბარი წარმოუდგენელია.

ამ თემაზე ჩვენ კონკრეტული განცხადებები არაერთხელ გავაკეთეთ - არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის პარტიები ინდივიდუალურად გაძლიერდნენ. 

ასე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. კობახიძის თქმით, არსებობს ასეთი გეგმა, რომ 2024 წლის არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობიდან გადადგეს და გახარიას პარტიას, ან ლელოს შეუერთდეს.

კომენტარები