საქართველო-რუსეთი

მდინარაძე სიმონიანზე: რაღაც კონტაქტი რომ გვქონდეს, ვთხოვდით - ნუ გვაქებთ!

საქართველოს არ აწყობს რუსეთისთვის სანქციების დაწესება იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში დააზიანებს საქართველოს. ეს ტყუილია თუ მართალი?! - მართალია ეს. [...] ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე რომ არ გავიდეს, გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. [...] 6.5% იყო პანდემიის დროს საქართველოში ეკონომიკური ვარდნა და გახსოვთ ყველას, რაც ხდებოდა. [...]

სიმონიანის დღევანდელი განცხადება ვის აწყობს - ჩვენ თუ ნაცებს?! ხომ აწყობთ ნაცებს?! ვისი ე.წ. სატოპკე აიწია ამით? ჩვენ რომ რაღაც კონტაქტი გვქონდეს, ელემენტარულს ხომ ვთხოვდით - ხალხო, ნუ გვაქებთ! ამას საქართველოში იყენებენ ჩვენი ოპონენტები ძალიან ბინძურად. ხომ ასე იქნებოდა?!

პრორუსულობის იარლიყს რომ გვაწებებთ აქ უკვე 11 თუ 12 წელია, ელემენტარული კონტაქტი რომ არსებობდეს, მაგის დალაგებას რა უნდა. რა უნდა მაგის დალაგებას, რომ ნუ აქებთ ამ ქართულ ოცნებას, მოდით, თქვენ თავს მიხედეთ მანდ-თქო.

ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

“საქართველო საკვირველად ადეკვატურად იქცევა. ნეტა სომხეთიც ასე იქცეოდეს”, თქვა რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა.

კომენტარები