დაპირისპირება ენმ-ში

მაჭარაშვილი: ენმ-მ თავმჯდომარის პოსტი დაამატოს, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტში – მელია

ნაცმოძრაობაში პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ... ნაციონალური მოძრაობის მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან ვივამედში.

ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა, ერთი მაინც არის: თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ, სადაც დახვდებათ ბოტასები და ამ თანამდებობისთვის ბრძოლა აღარ იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ხალხის ძალის წევრი, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ენმ-ში დაპირისპირებაზე.

კომენტარები