დაპირისპირება ენმ-ში

კობახიძე: დაუჭამიათ ერთმანეთი, პოპკორნით საყურებელია, რაც ხდება ნაცმოძრაობაში

ამაზე სტანდარტული პასუხი არის, დაუჭამიათ ერთმანეთი, არ ვიცი სხვა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს. მართლა ძალიან კარგი, პოპკორნით საყურებელია, რაც ხდება ნაცმოძრაობაში. რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი.

ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პარტია ნაცმოძრაობა, არამედ კოლექტიური ნაცმოძრაობა დაიშალოს - აქეთკენ მიდის პროცესები და ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ ნაცმოძრაობა იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური ნაცმოძრაობა პრაქტიკულად დაიშლება არჩევნების შემდეგ. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები