აშშ-ისრაელი

აშშ: ბლინკენი მიმდინარე კვირას ისრაელს ეწვევა

Karim Jaafar/AFP/Getty Images

აშშ-ს სახელმწოფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირას ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.

"ვიზიტისას ბლინკენი განიხილავს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ასევე მცდელობებს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზაში ისრაელის ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარებას". - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ბლინკენი, ისრაელისა და დასავლეთ სანაპიროს გარდა, ეწვევა ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

აქამდე, ბლინკენი რამდენჯერმე ეწვია ისრაელს ოქტომბერსა და ნოემბერში ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის ფარგლებში.

კომენტარები