დაპირისპირება ენმ-ში

მდინარაძე ენმ-ზე: პარტია არ არსებობს და მისი წევრი როგორ უნდა არსებობდეს

პარტია არ არსებობს და მისი წევრი როგორ უნდა არსებობდეს, წარმოუდგენელია. არარსებული პარტიის წევრობაზე და არწევრობაზე ვლაპარაკობთ, ვერსაიდან ვერ გარიცხავენ, ვერც მიიღებენ [...]

პარტია მთლიანად დაშლილია, უბრალოდ სატელევიზიო სივრცეში არსებობენ. ერთმანეთს რიცხავენ, ერთმანეთს ებრძვიან და ეს არის ბიუჯეტიდან მოპარული და შემდეგ სხვადასხვა ბიზნესში დატრიალებული ფულისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა. სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობას, ამ არარსებულ პარტიასაც კი, რაღაც რეიტინგები აქვს შემორჩენილი. დრამატულად ეცემა რეიტინგი, მათი პარტნიორების მიერ ჩატარებული კვლევებითაც კი, იქაც კი დრამატული ვარდნა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ პარტია პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა გავლენები, ტელევიზიები, ფული არსებობს და ამის გადანაწილებისთვის შიდა ბრძოლებია, სააკაშვილის კარზე ვინ მეტ ქულას დაიწერს, ამაზეც ცალკე ბრძოლებია, მათ შორის, მათი ოლიგარქების კარზეც ბრძოლა მიმდინარეობს, ვინ მეტ ქულას დაიწერს და ვინ უფრო გამოიჩენს რადიკალიზმში თავს.

ეს პარტია იმის გარდა, რომ წარსულის მძიმე ცოდვებით არის დამძიმებული, დღეს უკვე მავნებლობით არის დაკავებული. თუ ამ მავნებლობის ხარისხს ამცირებენ ხოლმე და არ ჩანან, შიდა დაპირისპირებებით არიან დაკავებული. ასეთი დრამატული სიტუაცია აქვთ, თუმცა ეს კარგია, რაც მეტი ასეთი მოხდება, უფრო აჩენენ თავის სახეს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასა და ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ.

კომენტარები