ბათუმი

ბათუმის ვიცე-მერი: შტორმი 8 ბალს აღემატება, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

ბათუმელები

ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის თქმით, შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე დაახლოებით 8-ბალიანი შტორმია. მისივე მითითებით, ბათუმის მერიამ შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო.

"მერიის შესაბამისი სამსახურები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. მიმდინარეობს როგორც სანიაღვრე არხების, ასევე ზღვაზე გამსვლელი არხების მუდმივი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. ამას ემატება ძლიერი ქარი და შტორმი, რომელიც დაახლოებით 8 ბალს აღემატება. შესაბამისად, მერიის შესაბამისი სამსახურები და ბულვარის ადმინისტრაცია თავისი თანამშრომლებით გამოსულია ობიექტებზე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები". - თქვა ქალაქის ვიცე-მერმა.

შექმნილი სიტუაციის გამო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვისპირა რეგიონებში მცხოვრებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან.

კომენტარები