ბათუმი

ბათუმელები: ბათუმში, ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვს ფეხები დაეწვა

ბათუმელები

ბათუმელების ცნობით, ბათუმში, 6 ნომერს ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვმა დამწვრობა მიიღო. დაზარალებულის დედის ინფორმაციით, ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. აღნიშნული შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა.

"ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით". - თქვა ბავშვის დედამ ბათუმელებთან საუბრისას.

ბათუმელები დაუკავშირდნენ ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს, ლევან ლაზარიაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.

კომენტარები