პოლონეთი

პოლონეთში უცხო ქვეყნის 16 მოქალაქეს რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალი წარუდგინეს

პოლონეთში უცხო ქვეყნის 16 მოქალაქეს რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა, ზბიგნევ ჟიობრომ ისაუბრა.

აღნიშნულ პირებს ბრალი ედებათ რუსული დაზვერვის დავალებით პროპაგანდისტული აქტივობები და საბოტაჟი. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

"უცხო ქვეყნის 16 მოქალაქეს ბრალი წარედგინათ რუსეთის დაზვერვის სამსახურებისთვის პოლონეთის ტერიტორიაზე ჯაშუშური საქმიანობისა და ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფში მონაწილეობისთვის. მათი დავალება გულისხმობდა სამხედრო დაწესებულებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებას, მონიტორინგსა და იმ მატარებლების მონიტორინგი, რომლებსაც უკრაინაში სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდათ". – ამბობს დაზვერვის ოფისის თანამშრომელი, მარიუშ კამინსკი.

პოლონეთის გენერალური პროკურორის მიხედვით, დამნაშავეებს 10-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები