თურქეთის ეკონომიკა

BBC: თურქეთში მოსალოდნელია, რომ ინფლაციამ 70-75% მიაღწიოს

თურქეთის ეროვნულმა ბანკმა მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის გამო რეფინანსირების განაკვეთის 40%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

წინასწარი პროგნოზით, მომდევნო თვეში თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 70-75%-მდე გაიზრდება.

ინფლაცია ფასებისა და საქონლის საერთო დონის განმსაზღვრელი მაჩვენებელია. 

ეროვნული ბანკის ინტერვენციების შედეგად 2021 წლიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან 40%-მდე გაიზარდა. 

"მაღალი საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება სანამ არ დავრწმუნდებით ფასების დასტაბილურებაში. ვვარაუდობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლი მოკლე პერიოდში დასრულდება" – ამბობენ თურქეთის ცენტრალურ ბანკში.

ინფლაციის გასაკონტროლებლად ქვეყნები რეფინანსირების განაკვეთს ზრდიდნენ, თურქეთში ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს ლირის დასტაბილურების მოტივით იკავებდნენ. მიუხედავად ამისა ბოლო 2 წლის განმავლობაში ლირა დოლართან მიმართებაში 60%-ით გაუფასურდა. 

კომენტარები