Puff Daddy

PUFF DADDY-ს გაუპატიურებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

შონ "Puff Daddy" კომბსი
Getty Images

რეპერსა და მუსიკალურ პროდიუსერს შონ კომბსს (იგივე Puff Daddy, P. Diddy, Diddy) გაუპატიურებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს.

ბრალმდებლის თქმით შემთხვევა 1991 წელს, ნიუ-იორკში მოხდა. ქალი იხსენებს, რომ რეპერი რესტორანში შეხვდა, შემდეგ ნარკოტიკებით დაათრო და სასტუმროში წაიყვანა, სადაც გააუპატიურა.

ქალის თქმით, მოგვიანებით მან გაიგო, რომ კომბსმა მისი გაუპატიურების ვიდეო გადაიღო, რომელიც რამდენიმე ადამიანმა ნახა.

ცოტა ხნით ადრე რეპერი გაუპატიურებაში ყოფილმა მეგობარმა ქალმა და მომღერალმა კასანდრა ვენტურამ (იგივე Cassie) დაადანაშაულა.

ვენტურამ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ქალის თქმით, კომბსმა ის გააუპატიურა, შემდეგ კი, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან სექსს აიძულებდა. Cassie ასევე უჩივის კომბსის კომპანიებს Bad Boy Entertainment, Bad Boy Records, Epic Records, Combs Enterprises, Combs Enterprises LLC. როგორც ვენტურა ამბობს, კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოაბრუნეს კომბსისგან გაქცევის შემდეგ.

საქმეში ასევე აღწერილია რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი ქალს არალეგალური იარაღის ჩანთით ტარებას და ნარკოტიკების მიღებას აძალებს. Cassie-ს თქმით, დაშორების შემდეგ, კომბსმა მისი ახალი მეგობარი კაცის, რეპერ Kid Cud-ის მანქანა ააფეთქა.

კომბსის წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

კომენტარები