ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გერმანიის პოლიციამ ჰამასის მხარდამჭერების სახლებში რეიდები ჩაატარა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასისა და პროპალესტინური ორგანიზაცია სამიდუნის მხარდამჭერთა სახლებში 15 რეიდი ჩაატარეს.

"განვაგრძობთ თანმიმდევრულ ქმედებებს რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ. გერმანიაში ჰამასის და საერთაშორისო პროპალესტინური ქსელის აკრძალვით, გავგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ არ მოვითმენთ ჰამასის ბარბაროსული ტერორის არანაირ მხარდაჭერას ისრაელის წინააღმდეგ". - წერს გერმანიის შს მინისტრი, ნენსი ფეზერი განცხადებაში.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჰამასს ქვეყანაში დაახლოებით 450 წევრი ჰყავს. მათი საქმიანობა კი "სიმპათიის გამოხატვიდან და პროპაგანდიდან, დაფინანსებამდე ან თანხის მოზიდვამდე" ვრცელდება.

უწყების ცნობით, რეიდები გერმანიის ოთხ ფედერალურ მიწაზე ჩატარდა, მათ შორის, ბერლინშიც.

კომენტარები