ენმ

ენმ: უნდა უზრუნველვყოთ, რომ პენსიონერები მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში არ იმყოფებოდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ პენსიონერებმა ღირსეულად იცხოვრონ და ისინი "მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში" არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ პარტია 11-პუნქტიან მანიფესტში წერს.

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არცერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის, პენსიონერებს, ათწლეულების განმავლობაში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ, მუშაობითაც, ღირსეულად იცხოვრონ, რათა ისინი მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში არ იმყოფებოდნენ. ამასთანავე, მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციების გარეშე". - წერია მანიფესტში.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა, სახელწოდებით - "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“.

კომენტარები