უკრაინა-ევროკავშირი

ლაიენი: უკრაინის მომავალი EU-შია – მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, დაწყებულია

Audiovisual Service / European Commission 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინელ ხალხს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა. 

"ღირსების, სიამაყის, თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. მთელი ერი გამოვიდა ქუჩებში და ერთხმად ისაუბრა. თქვენ თქვით: უკრაინა ეკუთვნის ევროპას, ჩვენი მომავალი ჩვენვე გვეკუთვნის". - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით "ებრძოდნენ ევროპულ დროშებში გახვეული უკრაინელები სნაიპერებსა და სპეცრაზმს".

"თქვენ გადაწყვიტეთ, იყოთ საკუთარი მომავლის მფლობელები. დღეს, როგორც არასდროს, უფრო ნათელია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაწყებულია. დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ევროპას!" - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

21 ნოემბერს ევრომაიდნის აქციებს ზუსტად 10 წელი შეუსრულდა. თითქმის 4-თვიანი საპროტესტო აქციებს 104 დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა. ევრომაიდნის მოვლენებს ასევე ღირსების რევოლუციასაც უწოდებენ.

კომენტარები