ზელენსკიმ სამედიცინო ძალების ხელმძღვანელი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების ხელმძღვანელი დაითხოვა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

გენერალ-მაიორ ტეტიანა ოსტაშჩენკოს ნაცვლად, სამხედრო სამედიცინო ძალებს ჩაიბარებს გენერალ-მაიორი ანატოლი კაზმირჩუკი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობამდე კიევის მთავარი სამხედრო საავადმყოფოს ხელმძღვანელი იყო.

ზელენსკის თქმით, ცვლილების მიზანი "შეიარაღებული ძალების დახმარების ფუნდამენტურად ახალი დონის" დანერგვაა. 

"მაღალი დონის ტურნიკებით დაწყებული, სრული გაციფრულებითა და მიწოდების გამჭვირვალობით დასრულებული, მაღალი დონის მომზადებით დაწყებული და დამთავრებული გულწრფელი კომუნიკაციით საბრძოლო მედიკოსებთან იმ ნაწილებში, სადაც სამედიცინო დახმარება ორგანიზებულია მართლაც სათანადოდ და ეფექტურად. კონკრეტული ერთეულების ეფექტურობის გამოცდილება უნდა გავრცელდეს მთელ თავდაცვის ძალებზე". – ამბობს ზელენსკი.

 

კომენტარები