ილონ მასკი

DISNEY, WARNER, SONY მასკის ანტისემიტური კომენტარის გამო TWITTER-თან თანამშრომლობას წყვეტს

ილონ მასკი
Rybryka.com

კინოსტუდიებმა Disney, Warner Bros., Sony და Paramount სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter) რეკლამის განთავსება დროებით შეაჩერეს. 

Hollywood Reporter-ის ინფორმაციით სტუდიებმა საქმიანი ურთიერთობა სოციალურ ქსელთან, მისი მფლობელის, ილონ მასკის ანტისემიტური კომენტარის გამო შეაჩერეს. 

ახლო წარსულში მასკი X-ში დაეთანხმა მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ "რომ ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ".

ამ დროისთვის X-ის ყველაზე დიდი სარეკლამო პარტნიორები Disney და Apple არიან.

მასკის კომენტარს განცხადებით მალევე თეთრი სახლი გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს. 

კომენტარები