ОДКБ

ფაშინიანი ОДКБ-ს ღონისძიებას არ დაესწრება

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ОДКБ-ს ყოველწლიურ ღონისძიებას არ დაესწრება.

23 ნოემბერს მინსკში ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესია არის დაგეგმილი. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანს ბელარუსის პრეზიდენტთან სატელეფონო ჰქონდა ჩართვა. პრემიერმინისტრმა ლუკაშენკოს შეატყობინა, რომ სესიას ვერ დაესწრება და მისი გადაწყვეტილებისთვის "გაგებით მოკიდება" სთხოვა.

2009 წლიდან დღემდე სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესია არ გამოუტოვებია.

2023 წლის იანვარში ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "მექმნება შთაბეჭდილება, რომ ОДКБ სომხეთს ტოვებს". ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება შეცდომა იყო.

კომენტარები