გვაცადონ იმ პოლიტიკის წარმოება, რომელსაც შედეგად აქვს ის, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსხვავებით, წინა ხელისუფლებისგან. გვაცადოთ ასეთი პოლიტიკის წარმოება. ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა. რაც შეეხება პროვოკაციებს, ნაცმოძრაობას მოვუწოდებ მკაცრად, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. გახსოვთ თქვენ პროვოკაციები, რომლებიც უკავშირდებოდა კირბალისა და მლეთის თემას. ამ პროვოკაციების საბოლოო შედეგი არის ის, რომ აგრესორებმა მოკლეს ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე. თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან - ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც უნდათ დიდ მასშტაბში. მათ სურთ, უფრო მსხვილი პროვოკაციებით მივიდეთ მეორე ფრონტამდე.
tbl.ge/6lko
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




