კრიმინალი

ფინანსური უთანხმოების გამო მოკლა - პოლიციამ საგარეჯოში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,  ცხელ კვალზე დააკავეს 1990 წელს დაბადებული ბ.მ., რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს” - აცხადებს შსს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები