ხორვატია

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი
AP Photo/Petr David Josek, file

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი 11 ნოემბერს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა აღმოსავლეთ ხორვატიაში, დილის 6 საათზე მოხდა. ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ბანოჟიჩი მართავდა მანქანას, რომელიც ფურგონს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფურგონის მძღოლი დაიღუპა.

"სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს". - დაწერა ხორვატიის მთავრობის სპიკერმა მარკო მილიჩმა X-ზე.

მისივე თქმით, ბანოჟიჩის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სერიოზული დაზიანებები მიიღო. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები