ჩეჩნეთი

კადიროვის შვილი მინისტრის პირველ მოადგილედ, სავარაუდოდ, 18 წლის იუბილეზე დანიშნეს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უფროსი შვილი, ახმატი რესპუბლიკის ფიზკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ახმატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ჩეჩნეთში ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა, ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც რამზან კადიროვი მისი შვილის ჯილდოებზე ლაპარაკობს, ახმატი მინისტრის პირველ მოადგილედაა მოხსენიებული

როგორც Кавказ.Реалии განმარტავს, ეს თანამდებობა ადრე ხუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა. თუმცა, სავარაუდოდ იგი 8 ნოემბერს, მაშინ როცა ახმატი 18 წლის გახდა, სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშნეს.

მანამდე, კადიროვის შვილი ჩეჩნეთის ლიდერის თანაშემწისა და მოძრაობა პირველთა რეგიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

2018 წელს BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაავრცელა ჟურნალისტური გამოძიების მიგნებები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩეჩნეთში 158 თანამდებობის პირიდან დაახლოებით 47 ადამიანი დაკავშირებული იყო კადიროვთან.

რამზან კადიროვის უახლოესი ნათესავები, მათ შორის არასრულწლოვნები, იკავებენ სახელმწიფო თანამდებობებს და იღებენ სხვადასხვა ჯილდოებს. რამზან კადიროვის უმცროსმა შვილმა ადამმა ჩეჩნეთის პარლამენტის უმაღლესი ჯილდო დაიმეკხან სიი (მამულის ღირსება) მიიღო. ადამის გარდა იმავე ჯილდოთი დაჯილდოვდა კადიროვის ორი შვილი – ახმატი და ელი. 

ერთი დღით ადრე ადამმა ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მანამდე, ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დააჯილდოვეს თათრეთის რესპუბლიკის მნიშვნელობით მეორე უმაღლესი ჯილდოთი დუშლიკით, ერთი დღის შემდეგ კი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში გადაეცა რესპუბლიკის უმაღლესი ორდენი და რელიგიური ჯილდო.

გარდა ამისა, ადამი თავისი მამის დაცვის სამსახურში, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებას მიანიჭებდნენ, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს

კომენტარები