მკვლელობა გერმანულ სკოლაში

გერმანიაში, ქალაქ ოფენბურგის სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელი მოკლა

გერმანიის პოლიცია
Christina Häußler/Einsatz-Report24/IMAG

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, 9 ნოემბერს ოფენბურგის ქალაქში სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის განკუთვნილ სკოლაში სროლის შედეგად 15 წლის მოსწავლე დაიღუპა. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

გამომძიებლების ინფორმაციით, თავდამსხმელი, ასევე 15 წლის მოზარდი, საკლასო ოთახში დასვენების დროს შევიდა, შიგნით მყოფ თანაკლასელს მიუახლოვდა და მისი მიმართულებით სროლა დაიწყო. მოსწავლე მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიცია და პროკურატურა ვარაუდობს, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდა. დანაშაულის შესაძლო მიზეზად "პირად მოტივებსა" და მოზარდებს შორის ურთიერთობას ასახალებენ. 

სროლის დროს ევაკუაცია მოხდა, 180 მოსწავლე შემთხვევის ადგილს განარიდეს და მშობლებმა მათი სახლებში წაყვანა უსაფრთხოდ შეძლეს. 

კომენტარები