მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ოკუპანტებმა მოკლული თამაზ გინტურის მიერ გადაღებული ვიდეო გაავრცელეს

6 ოქტომბერს სეპარატისტების ტელევიზიებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ოკუპანტების მიერ კირბალში მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დოთიაშვილი ლომისის ტაძარში შესვლას.

ვიდეომასალაში, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, თამაზ გინტური აღწერს, როგორ აჭედეს ლომისას სალოცავი რუსმა ოკუპანტებმა.

"ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შე**ცი", - ისმის ერთ მონაკვეთში თამაზ გინტურის სიტყვები.

კადრების მიხედვით, გინტური და დოთიაშვილი სალოცავში შესვლას ახერხებენ, რის შემდეგაც ვიდეო მთავრდება.

გავრცელებულ მასალაში ოკუპანტების ადგილზე გამოჩენა ასახული არ არის.

6 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ სოფელ კირბალთან რუსულმა საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები