ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალი: საზღვრის დამრღვევები ნასვამები იყვნენ, წინააღმდეგობა გასწიეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტაურის მკვლელობისა და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების ფაქტს ეხმაურება.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები "ნასვამ მდგომარეობაში" იმყოფებოდნენ და მესაზღვრეებს არ ემორჩილებოდნენ.

"დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს და საფრთხე შეუქმნეს მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევები იყენებდნენ ნაჯახს. შემდგომ, ისინი შეეცადნენ მესაზღვრეს მანქანით დაჯახებოდნენ და  საქართველოში გადასულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობების შესაჩერებლად, მესაზღვრეებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, ხოლო სამართლებრივი მოთხოვნებისადმი შემდგომი დაუმორჩილებლობის გამო ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილის საბურავევბს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

 

 

კომენტარები