მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ეპისკოპოსი გიორგი კირბალზე: დადგება დრო, ქართველთა დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი სოციალურ ქსელში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ,რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?! მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! ერთი რამ იცოდეთ, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით! ვინც ქვებს მიათრევს,წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაეცემა". – წერს ეპისკოპოსი გიორგი. 

გუშინ, 6 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა,  რომლის მიხედვითაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები