კირბალის ინციდენტი

ვიოლა ფონ კრამონი კირბალზე: რუსეთი კლავს, ვუსამძიმრებ მსხვერპლის ოჯახს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

"რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და რა თქმა უნდა საქართველოში. 

საქართველოს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ყოფნის 200-წლიანმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ მჩაგვრელის დამშვიდება შეუძლებელია. ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს". – წერს ფონ კრამონი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები