მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე მოკლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

"2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ერთი მოქალაქე კი უკანონოდ დააკავეს". - წერია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.

კომენტარები