ანტისემიტიზმი

ლიონში ებრაელი ქალი დაჭრეს, მისი სახლის კარზე სვასტიკა დახატეს – პოლიცია დამნაშავეს ეძებს

ლიონის პოლიციის ოფიცრები
JEFF PACHOUD / AFP

საფრანგეთის ქალაქ ლიონის მერისა და ადგილობრივი პოლიციის თქმით, ეძებენ კაცს, რომელმაც 4 ნოემბერს ებრაელი ქალი დაჭრა, მისი სახლის კარზე კი სვასტიკა დახატა.

"ძალადობის მსგავსი აქტი წარმოუდგენელია. მსხვერპლსა და მის ნათესავებს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ". - დაწერა ლიონის მერმა, გრეგორი დუსემ X-ზე.

პოლიციას თავდასხმასთან დაკავშირებით მეტი დეტალი არ გაუვრცელებია და არც ის დაუკონკრეტებია განიხილავენ თუ არა ინციდენტს ანტისემიტურ სიძულვილის დანაშაულად.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ანტისემიტურ და ისლამოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად იმატა.

კომენტარები