ვოლოდიმირ ზელენსკი

ისრაელის მედია: ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ისრაელს ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი კვირის დასაწყისში ისრაელს ეწვევა. ინფორმაციას ისრაელის მედია 12 არხი ავრცელებს.

"დიპლომატური წყაროების ცნობით უკრაინის პრეზიდენტი ისრაელს მომავალი კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს ეწვევა". – წერს მედია.

12 ოქტომბერს გამოცემა Axios-მა დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელში ვიზიტს გეგმავს. მედია ინფორმაციას უკრაინელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებდა. 

11 ოქტომბერს ზელენსკიმ NATO-ში გამოსვლისას ისრაელს დაუჭირა მხარი და ალიანსს ჰამასთან ბრძოლისკენ მოუწოდა. 

კომენტარები