ანალენა ბერბოკი

ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა

ანალენა ბერბოკი
REUTERS/Lisi Niesner

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. 

აეროპორტში ბერბოკს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ოვანისიანი დახვდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე ბერბოკმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ილაპარაკა:

"გერმანია იცავს, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი. საზღვრებზე ბევრი რთული საკითხი ჩნდება. ორივე ქვეყნისთვის გადაწყვეტილების პოვნა რთული ამოცანაა".

ვიზიტის მსვლელობისას ბერბოკი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლა ფაშინიანსაც შეხვდება.

ასევე ბერბოკი ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულებს ევროკავშირის მისიას და მთიანი ყარაბაღიდან გამოქცეულ სომეხ ლტოლვილებს შეხვდება.

კომენტარები