რუსეთი-ბელარუსი

ლუკაშენკო რუსეთისგან ატომური ელექტროსადგურის პროექტის გადავადებისთვის კომპენსაციას ითხოვს

 GETTY IMAGES

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთისგან ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის პროექტის გაშვების გადავადების გამო ფულად კომპენსაციას ითხოვს. ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია Belta ავრცელებს. 

"თარიღმა, როდესაც ატომურ ელექტროსადგურს მუშაობა უნდა დაეწყო, გადაიწია რუსეთის გამო. ცხადია, ჩვენ მათ ვთხოვეთ კომპენსაცია შეთანხმების მიხედვით. აქ არაფერია დასამალი" - თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ. 

ლუკაშენკომ დაამატა, რომ რუსულმა მხარემ მათ შესთავაზა ბირთვული საწვავის იმავე ფასში მიყიდვა, რა ფასადაც მას რუსული ატომური ელექტროსადგურები ყიდულობენ. ასევე, რუსეთმა ბელარუსს გადავადების კომპენსაციის სანაცვლოდ ელექტროსადგურის ძირითად კომპონენტებზე 5 წლიანი გარანტია შესთავაზა. 

კომენტარები