რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გაავრცელა.
"გუშინ, 31 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე კიდევ ერთი უკანონო დაკავება მოხდა [...] ამ დროისთვის, გარემოებები და დეტალები ჩვენთვის ცნობილი არაა [...] დაკავება მოხდა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე". - თქვა სუს-ის წარმომადგენელმა.
ირაკლი ანთაძის თქმით, დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.
გუშინ, 31 ოქტომბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. სუს-ის ცნობით, შემთხვევა სოფელ სინაგურის მიმდებარედ მოხდა.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
