სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ სინაგურის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს .
სუს-ის ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი".
"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს". - წერია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.