მეთიუ პერი

მეთიუ პერის ავტობიოგრაფია ამერიკული AMAZON-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა

Macmillan.com

მეთიუ პერის ავტობიოგრაფია Friends, Lovers, and the Big Terrible Thing ამერიკული და ბრიტანული Amazon-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა.

ბესტსელერმა გადაასწრო ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიას The Woman in Me, რომელიც 2021 წელს გამოიცა და დღემდე ინგლისურენოვანი ამაზონის ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო.

პერის ავტობიოგრაფია 2022 წლის 1 ნოემბერს გამოვიდა. მსახიობმა წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ნარკოდამოკიდებულებასთან და დეპრესიასთან ბრძოლას, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 

მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მსახიობი უგონო მდგომარეობაში საკუთარ აბაზანაში ასისტენტმა იპოვა.

კომენტარები