ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას მკერდზე ყვითელი ვარსკვლავი გაიკეთა

Eduardo Munoz Alvarez/AP/picture alliance

ისრაელის წარმომადგენელს გაეროში სიტყვით გამოსვლისას ყვითელი ვარსკვლავი ეკეთა დამსწრეთათვის ჰოლოკოსტის ტრაგედიის შესახსენებლად. მისი თქმით, ყვითელმა ვარსკვლავმა დღეს უნდა გაგვახსენოს, თუ რას ნიშნავს ბოროტების წინააღმდეგ სიჩუმის არჩევა. ამავე გამოსვლაში, ისრაელის წარმომადგენელმა თქვა, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ლიბანში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე. 

გაეროში ისრაელის წარმომადგენლის ჟესტი გააკრიტიკა ჰოლოკოსტის მემორიალურმა ორგანიზაცია იედ ვაშემმა. იედ ვაშემის თავმჯდომარემ დაწერა, რომ ყვითელი ვარსკვლავი ებრაელი ხალხის დაუცველობის და სხვების წყალობის იმედად ცხოვრების სიმბოლოა, თუმცა ახლა მათ თავიანთი სახელმწიფო და ძლიერი ჯარი აქვთ და ყვითელი ვარსკვლავის გაკეთებას ისრაელის დროშის ტარება სჯობს.

კომენტარები