GWP

დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს მილის დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა

GWP-ის ინფორმაციით, საბურთალოსა და დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა. კომპანია მიზეზად წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. წყალმომარაგება დიდუბეში 14:00-დან 22:00-მდე, ხოლო საბურთალოზე 14:25-დან 20:00-მდე შეწყდა. 

დიდუბის რაიონი:

წინამძღვრიშვილის N133-137 (კენტებს), N176-200 (ლუწებს), თამარ მეფის გამზ. N5-31 (კენტებს), ნინოშვილის N61-69 (კენტებს), N66-78 (ლუწებს), წერეთლის გამზ. N1-103 (კენტებს), N2-128 (ლუწებს), აღმაშენებლის გამზ. N142-184 (ლუწებს), N125-197 (კენტებს), სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ა.ქურდიანის, ყიფიანის, დიდუბის, (მაიაკოვსკის), ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ვ.ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ცემის, ფოთის, გუდაუთის, მირცხულავს, მტკვრის მარცხენა სანაპირო კოსმონავტების ქუჩებს და კერესელიძის ქუჩას თავისი შესახვევებით.

საბურთალოს რაიონი:

თოფურიძის, ვაშლიჯვრის დას. N 7, 7ა, 8, 8ა,9,10,10ა,10ბ,11,12,12ა, მაჭავარიანის N 63, 65, 67, ფარჯიანის და ც.გაბაშვილის ქუჩებს.

კომენტარები