ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გარეთ განრისხებული მასაა, კარი არ გააღოთ - პილოტის მოწოდება დაღესტნის აეროპორტში (VIDEO)

მაჰაჩყალის აეროპორტი

დაღესტნის მაჰაჩყალის აეროპორტში შეჭრილი ანტისემიტური განწყობების მქონე ბრბოს შესახებ სოციალურ ქსელებში დამატებითი ვიდეომასალა ვრცელდება.

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც თვითმფრინავში ჩაკეტილი მგზავრი იღებს, ისმის პილოტის მიმართვა, რომელიც მგზავრებს მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და თვითმფრინავში დარჩნენ, რადგან გარეთ განრისხებული ბრბოა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მორბის ასაფრენ ბილიკზე შემოჭრილი ბრბო თელ-ავივიდან ჩამოსული თვითმფრინავისკენ:

29 ოქტომბერს დაღესტნის ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტში ანტისემიტურად განწყობილი ბრბო შეიჭრა. ისინი ისრაელიდან ჩამოსულ ებრაელებს ეძებდნენ.

კომენტარები