2023 წელს გარდაცვლილები

მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო!

მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს". - წერია თეატრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

არჩვაძემ თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს დაამთავრა, 1954 წლიდან კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. ამასთან, მას შესრულებული აქვს 46 კინოროლი.

კომენტარები