მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: დიახ, პუტინს დსთ მე დავუშალე, ამას ვაღიარებ

ამას წინათ, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა, ვრცელი პანეგირიკი მიუძღვნა, დამადანაშაულა, რომ დსთ მე დავუშალე. გასაგებია, რატომაც მასამართლებენ, ხომ? დიახ, მას დსთ მე დავუშალე. ამას ვაღიარებ. იმიტომ, რომ საქართველო თავისუფლებისკენ მიდიოდა, წარმატებას აღწევდა - ამან დაუშალა და დაუნგრია დსთ. 

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც ის დისტანციურად ჩაერთო. 

13 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიერ დსთ-ს დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა წარუმატებლად სცადა, გადაეჭრა რაღაც საშინაო პრობლემები ძალის მეშვეობითა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით და ამ ავანტიურის შედეგების შემდეგ".

კომენტარები