სომხეთი

ფაშინიანი: რუს სამშვიდობოებს არ სურდათ ან არ შეეძლოთ მთიან ყარაბაღში სომხების დაცვა

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ფაქტია, რუს სამშვიდობოებს ან არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

"როდესაც მე ვსაუბრობ მარცხზე, მე ვგულისხმობ, რომ რუს სამშვიდობოებს ან არ შეეძლოთ ან არ სურდათ სომხების უსაფრთხოების დაცვა მთიან ყარაბაღში" - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ფაშინიანი ასევე შეეხო მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომეხი მოსახლეობის ბედს. მისი თქმით, არცახელ სომხებს არც შესაძლებლობა და არც სურვილი აქვთ ამ ვითარებაში სახლში დაბრუნების. 

2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის ბოლო ომში მთიანი ყარაბაღის სომეხმა სეპარატისტებმა იარაღი დაყარეს და 100 000-ზე მეტმა ადამიანმა თავისი საცხოვრებელი დატოვა. ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ოფიციალურად არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს. 

კომენტარები