არჩევნები 2024

ბუჩუკური: ლომჯარია ჩვენი ინტერესის სფერო საერთოდ არაა, ზურაბიშვილი კი პრეზიდენტია

როგორც კი ვინმესთან თანამშრომლობა მოგვინდება და გადავწყვეტთ, რომ კარი გავაღოთ, ამას, პირველ რიგში, ჩვენგან თქვენ, ჟურნალისტები და საზოგადოება გაიგებთ. ქალბატონი ნინო ლომჯარია ჩვენი ინტერესის სფერო საერთოდ არ არის. სალომე ზურაბიშვილზე კი ეს უბრალოდ ფიზიკურად გამორიცხულია, რადგან ის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ირაკლი კობახიძისა და ქართული ოცნების ტყუილები ძალიან დამღლელია. თავი დაგვანებონ, ირაკლიმ თავის მილიონ პრობლემას მიხედოს.

ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის წევრი, ანა ბუჩუკური ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. კობახიძემ თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გიორგი გახარიას, სალომე ზურაბიშვილისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივი პოლიტიკური პარტიის შექმნა იგეგმება.

კომენტარები