ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰეზბოლას, ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ლიდერები ერთმანეთს ბეირუთში შეხვდნენ

Eyes on South on X

ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა ჰამასისა და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ლიდერებს ბეირუთში შეხვდა. ჰამასს შეხვედრაზე ორგანიზაციის მეორე პირი სალეჰ ალ-არური, ხოლო ისლამურ ჯიჰადს მისი  მეთაური ზიად ნახალე წარმოადგენდა. 

გავრცელებული ინფორმაციით მათ იმსჯელეს "წინააღმდეგობის ღერძის" კონკრეტულ ზომებზე, რათა ისრაელის წინააღმდეგ ომში აბსოლუტურ გამარჯვებას მიაღწიონ.

ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი ღაზის სექტორში ოპერირებენ, საიდანაც თავს ესხმიან ისრაელს. სწორედ პალესტინის ისლამური ჯიჰადის მიერ არასწორად გასროლილი რაკეტა მოხვდა ალ-ააჰლის საავადმყოფოს ღაზაში, რომელსაც ჰამასი ისრაელის თავდასხმას აბრალებდა. 

ჰეზბოლა ლიბანში მოქმედი პოლიტიკური პარტია და ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ჰამასის მსგავსად, ირანი აფინანსებს. ჰეზბოლა თითქმის სრულად აკონტროლებს ლიბანის სამხრეთ საზღვრებს, საიდანაც საჰაერო დარტყმებით იერიში მიაქვს ისრაელის პოზიციებზე. 

კომენტარები