ევროპული საქართველო

კირთაძე: ქართული ოცნება ემსახურება რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ამიტომ აქებს ლავროვი

ის გარემოება, რომ ლავროვი 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს ჩართულობაზე საქართველოს ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის ნაცვლად ლაპარაკობს, უკვე მიუთითებს იმაზე, თუ რა დღეში ჩააგდო ქართულმა ოცნებამ ქვეყანა.

საზოგადოებაში უნდა დაისვას მარტივი კითხვა, რატომ შეიძლება აქებდეს მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენს ხელისუფლებას. პასუხი არის ძალიან მარტივი: იმიტომ, რომ ქართული ოცნება, ეს რუსული რეჟიმი ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის თავისუფალი სამყაროსგან სრული იზოლაცია. 

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა თენგო კირთაძემ ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, 3+3 ფორმატში საქართველო, შესაძლოა, მალე ჩაერთოს.

კომენტარები