რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მალტაში უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" მორიგი შეხვედრა გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
Dave Sanders for The New York Times

28 და 29 ოქტომბერს მალტაში გაიმართება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემუშავებული "მშვიდობის ფორმულის" რიგით მესამე შეხვედრა. ამ საკითხზე პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯედაში 2023 წლის ივნისსა და აგვისტოში გაიმართა. 

ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ ვინ დაესწრება მალტაში გასამართ შეხვედრას. 

"მომავალ კვირას მალტას მიერ სამშვიდობო ფორმულის შეხვედრის მასპინძლობა არის მაქსიმუმი, რაც მალტას მსგავს ქვეყანას შეუძლია გააკეთოს უკრაინის დახმარების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე შესანარჩუნებლად". – თქვა მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ბორგმა.

ამასთან, 20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ზელენსკიმ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა. 

ორი ქვეყნის ლიდერებმა მალტაში "მშვიდობის ფორმულის" მორიგი მოლაპარაკებების ჩატარებასთან და უკრაინა-გერმანიის ბიზნეს ფორუმის გამართვის შესახებ ისაუბრეს. 

ზელენსკიმ და შოლცმა ფრონტზე არსებული ვითარებაზე, მათ შორის, დონეცკის ოლქში მდებარე ავდიივკას მიმართულებით, რუსეთის წარუმატებელ თავდასხმით ოპერაციებზეც ისაუბრეს. 

გარდა ამისა, პოლიტიკოსებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს. ისინი თანხმდებიან, რომ მათ უნდა შეძლონ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეების გაფართოების რისკის პრევენცია.  

პრეზიდენტმა შოლცს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობელი ვარ სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტისთვის, რომელიც Patriot და IRIS-T სისტემებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს". - წერს პრეზიდენტი ზელენსკი X-ზე. 

კომენტარები