რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთი ავდიივკაზე თავდასხმისას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა

უკრაინელი ჯარისკაცები
Ukrainska Pravda 

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის მიერ ავდიივკაზე განხოციელებული თავდასხმითი ოპერაციები წარუმატებელი აღმოჩნდა და ოკუპანტი ქვეყნის ჯარი მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა. 

ISW-ის ინფორმაციით, აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, რუსეთის მიერ ავდიივკაზე თავდასხმის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვას ნდობა გამოუცხადეს. უკრაინა, რუსეთის მიერ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ავდიივკას მიმართულებით შეტევას, მომზადებული შეხვდა. 

უკრაინის მთავარი სამხედრო დაზვერვის დირექტორატის (GUR) წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა იცოდნენ და ემზადებოდნენ რუსული თავდასხმისთვის ავდიივკას მახლობლად. მან ასევე თქვა, რომ რუსულ ძალებს ფრონტის ხაზზე შეტევისთვის საკმარისი რეზერვები არ შეუქმნიათ. 

ISW-ის ცნობით, 13 და 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები რუსული ძალების ავდიივკას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებთან მიახლოებას ადასტურებს. თუმცა, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის თავდაცვითი სიმაგრეები და რუსეთის პრობლემები სამედიცინო მარაგთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად აფერხებს რუსეთის წინსვლას ავდიივკას მიმართულებით. ამასთან, ერთ-ერთი რუსული წყაროს ინფორმაციით, ავდიივკას მახლობლად ოკუპირებულ ჰორლივკასა და დონეცკში რუსი ქირურგების დეფიციტია.

კომენტარები