ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად სულ მცირე 21 ჟურნალისტი დაიღუპა - CPJ

Canva

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, 19 ოქტომბრის მონაცემებით ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სულ მცირე 21 ჟურნალისტი დაიღუპა.

CPJ-ის თქმით, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ღაზაში მომუშავე ჟურნალისტები. მათ მუშაობა კომუნიკაციის შეფერხებისა და ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე უწევთ. 

დაღუპულ ჟურნალისტებს შორის 17 პალესტინელია, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ასევე იძიებს დაუდასტურებელ ცნობებს სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინარების, დაკავების, დაშავების, მუქარისა და მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

"CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან საქმეს კრიზისის დროს და არ უნდა იყვნენ საომარი მხარეების სამიზნე". - თქვა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები