MTV

MTV-ის მუსიკალური დაჯილდოება ისრაელი-ჰამასის ომის გამო გაუქმდა

REUTERS/Wolfgang Rattay/File

5 ნოემბერს პარიზში დაგეგმილი MTV European Music Award-ის დაჯოლდოება გაუქმდა. ორგანიზატორები ამის მიზეზად "მსოფლიო მოვლენების არასტაბილურობას", კერძოდ ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტს ასახელებენ.

"MTV EMA გლობალური მუსიკის ყოველწლიური დღესასწაულია. ისრაელსა და ღაზაში განვითარებულ დამანგრეველ მოვლენებზე დაკვირვების ფონზე, ეს არ ჰგავს გლობალური დღესასწაულისთვის შესაფერის დროს. ათასობით ადამიანის სიცოცხლე უკვე დაკარგულია, ახლა გლოვის დროა". - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს "ათასობით თანამშრომლის, გუნდის წევრის, მხატვრის, ფანისა და პარტნიორის უსაფრთხოების გამო, რომლებიც შოუს გასაცოცხლებლად მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოგზაურობენ".

წელს დაჯილდოვებაზე ტეილორ სვიფტი დანარჩენ ნომინანტებთაგან ყველაზე მეტ, კერძოდ, შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი. მათ შორის იყო ნომინაციები საუკეთესო შემსრულებლის, საუკეთესო სიმღერისა და საუკეთესო ვიდეოსთვის მისი ჰიტისთვის Anti-Hero.

MTV-ის თქმით, დაჯილდოების შემდეგი ცერემონია 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.

კომენტარები