ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბუენოს აირესში აშშ-ს და ისრაელის საელჩოებმა თავდასხმის შესახებ მუქარის წერილები მიიღეს

Luis ROBAYO / AFP

18 ოქტომბერს ბუენოს აირესში აშშ-სა და ისრაელის საელჩოებმა ბომბის აფეთქების შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მუქარის წერილები მიიღეს

არგენტინის ფედერალურმა პოლიციამ ორივე საელჩოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიების სასწრაფო ევაკუაცია განახორციელა. არგენტინის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საელჩოებისადმი გაგზავნილი მუქარის წერილების შესახებ, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავდა.

არგენტინაში აშშ-ს საელჩოს ცნობით, მათ ჩვეულებრივ მუშაობა 18 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში გააგრძელეს. 

ისრაელის საელჩოს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ მუქარის წერილში ეწერა:

"ებრალებო, თქვენს მოსაკლავად მოვდივართ"

"ისინი არა მხოლოდ ებრაელების, არამედ დემოკრატიის მოსაკლავად მოდიან" - თქვა არგენტინის ებრაული პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ხორხე კნობლოვიცმა.

კომენტარები