პრეზიდენტის იმპიჩმენტი

აქუბარდია იმპიჩმენტზე: ვუშვებ შესაძლებლობას, პრეზიდენტს თხოვნა შევუსრულო

მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ რისკების გადაზღვევის მიზნით, თუ არის თხოვნა, რომ კენჭისყრის დროს დარბაზში ოპოზიცია არ იყოს, ეს თხოვნა პრეზიდენტს შევუსრულო, მიუხედავად იმისა, რომ  პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება განხილვებს, მე ვფიქრობ, რომ განხილვებში პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია იმიტომ, რომ მთელი ეს პროცესი და მასკარადი არის ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის მიზნით დაწყებული. ამაზე ხმის არამოღება არ მგონია სწორი, მათ შორის, პარლამენტის ტრიბუნიდან.

პარლამენტის დეპუტატი, თეონა აქუბარდია ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის რჩევას, იმპიჩმენტის კენჭისყრისას ოპოზიციის წარმომადგენლები "გარეთ დადგნენ". საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს იმპიჩმენტის განხილვა დღეს გაიმართება.

კომენტარები